რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ხაბეიშვილის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტიდან სადღესასწაულო და სარიტუალო ყვავილების შესაძენად 20 ათასი ლარი გამოყო.

„დედაქალაქის მერი ბიუჯეტის ფულით ყიდულობს გვირგვინებს, ვენოკებს და ყვავილებს იმისთვის, რომ ხვალ რაიმე ღონისძიებაზე, რომ მივა მან ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინოს ეს ვენოკები. გაგახსენებთ, ეს ადამიანები არიან, რომლებმაც მესამე პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს ვაცლავ ჰაველის დასაფლავებაზე ვენოკის ყიდვისთვის. საკრებულოს სხდომა იქნება თუ სარევიზიო კომისიის სხდომა აუცილებლად დავაყენებთ საკითხს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×