რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე და ეკლესიის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობა ძალიან გამძაფრებულია და იმ ადამიანებზე ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, პრორუსის იარლიყის მიწებება ხდება.

„დღეს არის ძალიან გამძაფრებული ზეწოლის მცდელობა ეკლესიაზე და ეკლესიის წარმომადგენლებზე იმ აზრით, რომ ვინც უპირობოდ არ უჭერს მხარს ახალ სტრუქტურას უკრაინაში, ცდილობენ რომ მათ მიაწებონ პრორუსული განწყობები. ჯერ გამოკვეთილი, დამოკიდებულება არც ერთ ეკლესიას არ დაუფიქსირებია.

ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა რომ ამას მსჯელობა სჭირდება. ისევე როგორც ბერძნულენოვან ეკლესიებში, ასევე სლავიანური ეკლესიებში არსად არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება"- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×