რეზონანსი
22.01.2019

 ცოტა ხნის წინ გურამიშვილის გამზირზე, 33ა კორპუსში გაზმა გაჟონა.  ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გაზის სუნი ბოლო დღეებში მძაფრად იგრძნობოდა, დღეს საღამოს კი ერთ-ერთ მილს მცირე ალიც გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და ყაზტრანსგაზის ბრიგადა. მათი თქმით, მილები ძველი იყო და პრობლემაც ამის გამო გაჩნდა.

"დღის სამ საათზე გაზის სუნმა ძალიან მოიმატა და გადავწყვიტეთ, გამოგვეძახებინა ბრიგადა, სანამ დავრეკეთ, შევნიშნეთ, რომ მილს ცეცხლი წაეკიდა. ყველანი გარეთ ვართ გამოსულები და ვერ შევდივართ სახლებში, სანამ ბრიგადა არ დაასრულებს მუშაობას", - აცხადებს "დრონთან" საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×