(რეზონანსი) საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებს მოუწოდა, გადამწყვეტ მომენტში ყველამ აიღოს საქართველოსკენ ბილეთი და ჩავიდეს იქ, რათა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დაასრულოს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს პროცესების წარმართვა კვლავ რევოლუციური სცენარით სურს, მან ნიუ იორკში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას მორიგი რევანშისტული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ივანიშვილის ჩამოშორება არჩევნების გზით ვერ მოხდება" და მათმა ბრძოლამ უნდა გადაინაცვლოს ქუჩებში, მოედნებზე, სახელმწიფო დაწესებულებებში.
სააკაშილმა ემიგრანტებს მოუწოდა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ის დაბრუნდეს საქართველიში.
„ივანიშვილი ორ რაღაცას გვეუბნებოდა მთელი ეს თვეები. პირველი, არ გამოხვიდეთ ქუჩაში და მეორე, არ ჩამოიყვანოთ მიშა. სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა ჩვენებისაც თქვა, რომ ხოო, ხოო, ჩვენ ქუჩაში არ გამოვალთ და მიშა კი, როდესღაც სახლში უნდა დაბრუნდეს, კიი, მაგრამ... და გვეკითხა, რომ რატომ არის, რომ მუდმივად ამას იმეორებს ის? და რახან ეშინია, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?! ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ, გამოვიდეთ ქუჩაში და ჩავიყვანოთ მიშა
ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა რა თქმა უნდა მშვიდობიანია, არეულობა და ცემა-ტყეპა მათ უნდათ. მათ ჰყავთ კუნთებიანი ზონდერები, ვიღაცა, მოჭიდავეები, ბრტყელთავიანები იქირავეს და... ჩვენ ტატამზე არ გავალთ. ჩვენი ბრძოლა არის მოედნები, ჩვენი ბრძოლა არის ქუჩები, ჩვენი ბრძოლა არის ყველგან, სადაც არის უსამართლობა, ჩვენი ბრძოლა არის სახელმწიფო დაწესებულებები, ჩვენი ბრძოლა არის აქ თუნდაც კონგრესმენებთან წერილების მიწერა და ჩვენი ბრძოლა არის გადამწყვეტ მომენტში ბილეთის აღება და ჩასვლა" , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"მარშალპრესი"