რეზონანსი
21.01.2019

 (რეზონანსი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ერთმანეთს მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის მიზეზი სავარაუდოდ მოყინული გზა გახდა.

როგორც,შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×