(რეზონანსი) ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტით ეხმაურება:
"ამ ქვეყანაში მარტო მე ვყოფილვარ ბოლო სერიაში დასაჯელიც, გასაგდებიც, ჩამოსაშორებელიც, ნაგავიც, მახინჯიც, უწესოც, ბოტოქსიანიც და კიდევ მომაშველეთ რა შეიძლება ვიყომრავალსტანდარტა თაღლითებს და აფერისტებს ებარებოდე ჩემო ლამაზო ქვეყანა...
არ დაიღალა ეს ხალხი თვითგვემით და მე ვიქნები ყველაფერი ცუდი და დაისვენეთ თქვენ ყველამ ლამაზად", - წერს რაზმაძე, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: - "
რამდენი ხანია არც არაფერს არ ვწერ და არც არაფერს ვმსჯელობ სხვასთანაც, მაგრამ აი, შევღონდი უკვე ამდენი მოთქმა გოდების კითხვით"
"კი შემჭამეს სანამ არ დაახურინეს ეს საწყალი გადაცემა... მარტო მე ვუშლიდი ხელს ქართული მედიის განვითარებას"