რეზონანსი
21.01.2019

 (რეზონანსი) მობილურ ქსელების მომსახურება ძვირდება. კომპანიები ამ გაძვირებას გაუმჯობესებული ხარისხით ხსნიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა მუდმივად ძვირდება. რამდენიმე წლის წინ კი სრულიად საპირისპირო ტენდენცია იყო და მობილური ტარიფები პერმანენტულად იაფდებოდა. ახლა კომპანიები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მოშველიებით ხსნიან გაძვირების ტენდენციას, თუმცა მომხმარებელი ამ ცვლილებას პრაქტიკულად ვერ გრძნობს.

კომპანია "სილქნეტი" სატარიფო ცვლილებებს 1-ლი მარტიდან გეგმავს.

"ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს" - წერია კომპანიის ვებგვერდზე.

კერძოდ "ჯეოსელის" 5-ლარიანი პაკეტი -7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება.

ტარიფის კორექტირებას გეგმავს "მაგთიც". 18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ შეიცვლება ტარიფით "მარტივი". მისი ღირებულება 30 ლარი იქნება, ამასთან, მობილური ინტერნეტი 1000 მბ-ის ნაცვლად იქნება 1500 მბ, ასევე მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ან/და IP ტელევიზიის აბონენტები ისარგებლებენ სპეციალური ტარიფით: მათ შეეძლებათ აირჩიონ 2 ნომერი და თითო ნიმერში გადაიხადონ ისევ 25 ლარი. 

წესდება ნომრის მომსახურების საფასური, რაც "ჯეოსელის" შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. "მაგთის" აბონენტებისთვის კი 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×