მობილურ ქსელების მომსახურება ძვირდება. კომპანია "სილქნეტი" სატარიფო ცვლილებებს 1-ლი მარტიდან გეგმავს.
„ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“ - წერია კომპანიის ვებ-გვერდზე.
კერძოდ, "ჯეოსელის" 5-ლარიანი პაკეტი - 7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება.
ტარიფის კორექტირებას გეგმავს "მაგთიც". 18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ შეიცვლება ტარიფით "მარტივი". მისი ღირებულება 30 ლარი იქნება, ამასთან, მობილური ინტერნეტი 1000 მბ-ის ნაცვლად იქნება 1500 მბ, ასევე მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ან/და IP ტელევიზიის აბონენტები ისარგებლებენ სპეციალური ტარიფით: მათ შეეძლებათ აირჩიონ 2 ნომერი და თითო ნიმერში გადაიხადონ ისევ 25 ლარი.
წესდება ნომრის მომსახურების საფასური, რაც „ჯეოსელის“ შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. „მაგთის“ აბონენტებისთვის კი 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.
ახალ სატარიფო პოლიტიკას უკვე პროტესტი მოჰყვა სოციალურ ქსელში. კომპანიები ამ გაძვირებას გაუმჯობესებული ხარისხით ხსნიან.