რეზონანსი
21.01.2019

 იტალიაში, ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი საწოლში გარდაცვლილი იტალიელმა ოჯახმა იპოვა. ინფორმაცია "ემიგრანტების იმედმა" შოთო სიხარულიძემ გაავრცელა. 57 წლის ლელა ჭაბაშვილი ინფარქტით გარდაიცვალა. ის 10 წელი ემიგრაციაში იყო. გარდაცვლილს მეუღლე და შვილი დარჩა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

"კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე... ღმერთმა ნათელში გამყოფოს ლელა, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ... თითოული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია... საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა.

მისმა პატრონებმა სამსახურში დილით გარდაცვლილი იპოვეს თავის საწოლში ინფაქტი მოსვლია იტალიის ქალაქ პრატოში", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×