რეზონანსი
21.01.2019

 მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს აშშ-ში შეხვდა და თავის გეგმებზე ესაუბრა: "ამასწინათ ვუყურებდი “რუსთავი 2″-ის გადაცემას და ნიკა გვარამია, ჩემი მეგობარი იძახის, ალბათ როგორ გაბრაზებულია მიშა, არ დააფასეს მისი ღვაწლი, რით ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში, წარმოიდგინეთ, საკუთარ ქვეყანაშიც არ უშვებენ საცოდავი, საცოდავი… 

საცოდავი მე კი არა, თქვენ ხართ ნიკა საცოდავები, იმიტომ რომ საუბარი იმაზე კი არ არის, სააკაშვილი დააფასეს თუ არა, უკაცრავად და სულ ფეხებზე მკდია ეგ. მართლა, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. მთავარია სხვა რაღაც, რომ ეს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამისთვის გამოვართვით ამერიკელებს 140 მილიონი დოლარი და ჩვენს ტერიტორიაზე გავუხსენით მათი უნივერსიტეტის კონკურენტი, ამერიკული ფულით.

ცოცხალი თავით არ უნდოდათ ამის გაკეთება. ხან რას იგონებდნენ და ხან რას, ხან ერთ წერილს გამოგზავნიდნენ და ხან მეორეს, ჩვენ ვპასუხობდით და ასე შემდეგ…

დღეს ეს შენობა არის რაღაც კაზინოსა და ბორდელს შორის ლოჯებმიშენებული", – განაცხადა სააკაშვილმა.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×