გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ოჯახი სახელმწიფოს სწრაფ რეაგირებას თხოვს. დავით რაზმაძის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მეზღვაური დაპატიმრებული იყოს. მეზღვაური ხომალდიდან 7 იანვარს გაუჩინარდა, ოჯახს მომხდარი ერთი კვირის შემდეგ აცნობენ.
„კომპანიამ 14 იანვარს გამაგებინა, რომ დაიკარგა დავით რაზმაძე. ის 7 ინავარს 12 საათზე ჩავიდა სამუშაოდ, 4 საათზე ჩავიდა უკვე შემცვლელი და არ დახვდა. არ აფიქსირებენ რომ გემიდან გავიდა, თუმცა არც გემზეა. ხომალდზე ქართველებიც არიან, ვეხმიანებით.. როგორც მითხრეს, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის კაპიტანთან. ვფიქრობთ, რომ ჩავიდა გემიდან და დააპატიმრეს, ველოდებით შემდეგ ინფორმაციას, გამოსასყიდ თანხას და ა.შ. ყველა ნივთი ადგილზეა, ტელეფონიც. მე 6 იანვარს ვესაუბრე, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონდა. ის ნაოსნობაში მეოთხედ წავიდა, თურქული კომპანიით. დავით რაზმაძის მამა არის ზაზა რაზმაძე, აგვისტოს ომის დროს ცნობილი კადრი, რომ იყო ძმა ძმას რომ გლოვობს, მისი შვილია", - განაცხადა დავით რაზმაძის ბიცოლამ ნინო ლაბაძე.
"ვითხოვთ დაგვეხმარონ, სწაფი რეაგირება მოხდეს და გვიტხრან ბავშვი სად გაუჩინარდა. ხან რას ამბობენ ხან რას, მინდა რომ ცოცხალი იყოს. ის არსად არ წავიდოდა", - თქვა "იმედის" ეთერში ბებიამ მედეა ცეცხლაძემ.