რეზონანსი
20.01.2019

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის ქირაობის საკითხს ეხმაურება. ანა დოლიძის თქმით, იმ ფონზე, როცა ბავშვები მატერიალური სიდუხჭირის გამო ფიზიკურად შრომობენ და თავს საფრთხეშ იგდებენ, სახალხო დამცველის აპარატისთვის ოფისის ქირაობა 34 000 დოლარი ჯდება, უსამართლობაა.

"გუშინ ქუჩაში პატარა ბავშვი მოკვდა ჯართის ძებნაში. დღეს გავიგეთ რომ საქართველოს მთავრობამ წლებია ვერ მოახერხა და საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობამ ვერ გამოიყო ფართო ოფისისასთვის და შესაბამისად, დამცველი ოფისში თვეში 34 000 დოლარს იხდის. უამრავს შორის მთავრობამ ვერც ერთი ცარიელი სახელწმიფო შენობა ვერ იპოვა, ვერ გაარემონტა, საპრივატიზაციო სიიდან ვერც ერთი შენობა ვერ შეარჩია, ბოლო-ბოლო სახელმწიფო მიწაზე ვარ აუშენა (როგორც ეს თბილისის სასამართლოსთან დაკავშირებით მოხდა, მაგალითად). ამიტომ 34 000 დოლარს ჩვენ ვიხდით ვიღაცისგან შენობის ქირაობაში მაშინ, როდესაც ბავშვები კვდებიან ლუკმაპურის საშოვარზე ჩვენს გვერდით", - წერს ანა დოლიძე.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×