რეზონანსი
20.01.2019

 H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი ქვეყანაში 22 იანვარს შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მწარმოებელი კომპანიისაგან ვაქცინის 7 000 დოზას მიიღებს, მათი უფასოდ მიღება კი მოქალაქეებს 23 იანვრიდან შეეძლებათ.

„სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, 17:00 საათზე ჩამოდის თვითმფრინავით H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დაახლოებით 7 000 დოზა. ალბათ ოთხშაბათიდან განაწილდება შესაბამისი კატეგორიის ადამიანებზე. ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყდება, რომელი ჯგუფი მიიღებს აღნიშნულ ვაქცინას. ძირითადად, ყველაზე მაღალი რისკჯგუფი გახლავთ ორსული ქალბატონები, რადგან ორსულობის დროს გრიპი სერიოზულ გართულებებს იწვევს და ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ ვაქცინით აიცრან ორსული ქალბატონები. ვაქცინა, რა თქმა უნდა, უფასო იქნება“, – განუცხადა "პირველ არხს" გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით სახელმწიფომ ვირუსის სეზონამდე ანუ შემოდგომაზე 41 000 ადამიანი აცრა, რომლებიც რისკჯგუფებში შედიოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×