რეზონანსი
20.01.2019

 (რეზონანსი) შა­ბათ-კვი­რას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი წი­თე­ლას უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, და­ვით სერ­გე­ენ­კო წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა და წი­თე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კომ­პლექ­სურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა პი­რა­დად გა­აც­ნო. გან­კარ­გუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის თავ­ზე იღებს ყვე­ლა პი­რის და­ფი­ნან­სე­ბას წი­თე­ლას ვაქ­ცი­ა­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახა­ლი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით ვაქ­ცი­ნა­ცია ყვე­ლა ჯგუ­ფის­თვის უფა­სო იქ­ნე­ბა.

და­ვით სერ­გე­ენ­კომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­და, არ შე­უქ­მნან ბა­რი­ე­რე­ბი მო­სახ­ლო­ე­ბას უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში მოხ­დეს რისკ-ჯგუფ­ში შე­მა­ვალ პირ­თათ­ვის აც­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

„წი­თე­ლას აც­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შა­ბათ-კვი­რას რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რა­ი­ო­ნებ­ში იმუ­შა­ვე­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. მი­სა­მარ­თე­ბის გა­გე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ, რო­გორც ცხე­ლი ხა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მელ­საც მი­ვაწ­ვდით, სა­დაც შე­ეძ­ლე­ბათ მი­ვიდ­ნენ და ჩა­ი­ტა­რონ აცრა. აც­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­მაც რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო თა­ვის დრო­ზე ვერ ჩა­ი­ტა­რა ვაქ­ცი­ნა­ცია. ეს არის ეფექ­ტუ­რი, მძლავ­რი ნა­ბი­ჯი იმი­სათ­ვის, რომ წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა, რო­მე­ლიც ახლა გვაქვს, შე­ვა­ჩე­როთ დრო­უ­ლად და­ნა­კარ­გე­ბის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

 

 

"ამბები.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×