რეზონანსი
20.01.2019

 (რეზონანსი) მოქალაქეთა ჯგუფი პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების გადამტანი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ტერმინალით დაგეგმილია ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირება, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის საკურორტო ქალაქს.

"ტერმინალი ქალაქს ემუქრება გაქრობით, ამას ვერ დავუშვებთ და ბრძოლას არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა.

შეგახსენებთ, ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ცენტრალური აზიიდან ევროპაში მინერალური სასუქების, კერძოდ კარბამიდის გადაზიდვა მოხდება. ტერმინალის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ამერიკული კორპორაცია Trammo, კორპორაციის პრეზიდენტმა ხელშეკრულებას ხელი 14 იანვარს ბათუმში მოაწერა ხელი.

საქართველის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ტერმინალი სრულიად უსაფრთხოა. პორტის ადმინისტრაციის ცნობით, ტერმინალის ამოქმედების შემდეგ პორტის ტვირთბრუნვა მილიონ 200 ათასი ტონით გაიზრდება

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×