რეზონანსი
20.01.2019

 (რეზონანსი) "ტაბულა"-ს დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "TV პირველის" ეთერში ვახო სანაიასთან ერთად პოლიტიკურ გადაცემას გაუძღვება. აღნიშნულ ინფორმაციას თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს და Facebook-ზე შესაბამის პოსტს აქვეყნებს.

"რადგან არხის ხელმძღვანელობამ უკვე თქვა, მეც გეტყვით, რომ თებერვლიდან ვახო სანაიასთან ერთად მიმოვიხილავ მიმდინარე ამბებს "TV პირველის" ღამის ეთერში - კვირაში ერთხელ. იმედი მაქვს, საინტერესო გამოვა - შევეცდებით. დიდი მადლობა ვატო წერეთელს (არხის დამფუძნებელს) სასიამოვნო და მოულოდნელი წინადადებისთვის."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×