რეზონანსი
20.01.2019

 დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. გუშინ ცხედრები ქაშუეთის ეკლესიაში მიასვენეს. ადგილზე არიან შეკრებილები გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი უკვე იწყება.

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×