(რეზონანსი) აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. გიგა ბაგაშვილს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მისი ცხედარი კი გუშინ სახლიდან 3 კმ-ში იპოვეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაგაშვილების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და 12 წლის ბიჭი ოჯახს ჯართის შეგროვებით ეხმარებოდა.
წინასწარი ინფორმაციით ის იმ დღესაც ჯართის შესაგროვებლად იყო გასული, რა დროსაც ერთ-ერთ თხრილში ჩასვლისას მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.
ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რომლითაც ის ხშირად გადაადგილდებოდა. იქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა.
ზუსტად რა გახდა ბავშვის დაღუპვის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.