რეზონანსი
19.01.2019

 (რეზონანსი) სახლებისა და ბინების ინტერნეტით გაქირავების სერვისი Airbnb-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სახლებს ვებგვერდიდან წაშლის. ამ გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამია, განცხადებაში, რომელიც Airbnb-ის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„სადავო ტერიტორიებთან მიმართებით კომპანიის გლობალური ჩარჩოს გათვალისწინებით, Airbnb-იწუხილს გამოთქვამს, რადგან უძრავი ქონება ანუ სახლები არის დავის მთავარი საგანი „სამხრეთ ოსეთსა" და აფზახეთში, ხოლო ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს.

ამას გარდა, Airbnb-მ დაადგინა, რომ ამ ტერიტორიებზე მდებარე სახლების ვებგვერდზე დატოვება, რეგიონში კიდევ უფრო დიდ კონფლიქტთან არის დაკავშირებული" - ნათქვამია Airbnb-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×