რეზონანსი
19.01.2019

 (რეზონანსი) დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალს ამ წუთებში აცნობენ.

როგორც სამმართველოში შესვლამდე დაკავებულების ადვოკატმა, თამარ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

"თავს არ ცნობენ დამნაშავედ,ახლა უნდა მოხდეს ბრალის წაყენება, სიმართლე გითხრათ არ ვიცი თუ რა მუხლით უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა, მასალებიც არ გადმოუციათ. ექსპერტიზებია დანიშნული", - განაცხადა ჯაფარიძემ.

28 წლის თორნიკე ტატიშვილისა და 62 წლის ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×