რეზონანსი
19.01.2019

 (რეზონანსი) ჭყონდიდელი მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს განცხადებით, მან თავისი მოსაზრება და გულისტკივილი ვრცლად დააფიქსირა სხალთის მთავარ ეპისკოპოსისთვის გაგზავნილ წერილში და იმედი აქვს, რომ ეს მხილება და მოწოდება ნაყოფს გამოიღებს

„მეუფეს მე ვფიქრობ ამომწურავად დავუფიქსირე ჩემი გულისტკივილი ჩემს წერილობით მიმართვაში, როგორც ვწერ წერილში იმედი მაქვს, რომ ეს ძღვენი არ იქნება უარყოფილი და შეურაცხყოფილი მისი მხრიდან და იმედი მაქვს რომ ეს გულისტკივილით და ღვთის მადლით დაწერილი მამხილებელი წერილი, მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი და არა გზაზე და ეკალბარდებსა ზედა. ვფიქრობ, რომ ამ მხილებამ და მოწოდებამ უნდა გამოიღოს ნაყოფი და იმედს ვიტოვებ, რომ ასე მოხდება"- განაცხადა მეუფე პეტერემ.

სხალთის ეპისკოპოსმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას გააკრიტიკა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალი და ქამი უწოდა.

მეუფე სპირიდონი უკმაყოფილება მეუფე პეტრეს განცხადებებმა გამოიწვია - ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 28 დეკემბრის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ "საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ", ვინაიდან, მისი თქმით პატრიარქმა ციანიდის საქმესა და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბარი არ ისურვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×