რეზონანსი
19.01.2019

 (რეზონანსი) სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ჯავშანტრანსპორტიორი, რომელსაც რუსი ჯარისკაცები მართავდნენ, კლდიდან გადავარდა.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით დაიღუპა 2 ან 3 ჯარისკაცი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლის რაოდენობა 2 იყო, თუმცა სავარაუდოდ მესამე ჯარისკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ sova.news ავრცელებს

ინციდენტი მდინარე კოდორის ხეობში, სოფელ წებელდასთან ახლოს მოხდა. წინასწარი ვერსიით, ჯარისკაცებმა ჯავშანტრანსპორტიორის მართვაზე კონტროლი დაკარგეს.

ამავე დროს, როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლები აღნიშნავენ, რუსი სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების ფაქტს მალავს, როგორც საოკუოპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ხელისუფლება, ასევე მედიაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×