რეზონანსი
19.01.2019

 ზემო ფო­ნი­ჭა­ლაში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის გო­გო­ნას მე­უღ­ლე ხვი­ჩა ცერ­ცვა­ძე ამბობს, რომ ჯერ კი­დევ შოკ­შია. მან ტრა­გე­დი­ის დღე გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ სახ­ლი­დან დი­ლის შვიდ სა­ათ­ზე გა­ვი­და, თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში გა­ზის სუნი არ უგვრძნია.

"ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვარ ხში­რად... ვერ გა­მოვ­დი­ვარ, ჯერ კი­დევ შოკ­ში ვარ. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ზუს­ტად არც ვიცი იმ დღეს რა მოხ­და. ამ­ბო­ბენ, რომ აფეთ­ქე­ბა გაზ­მა გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა სა­ი­დან მოხ­და გა­ჟონ­ვა არ ვიცი. გა­ზის სუნი არც ღამე გვიგ­რძვნია და არც დი­ლით. დი­ლის 7 საათზე წა­მო­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ და ცოლ-შვი­ლი დავ­ტო­ვე სახ­ლში. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და რო­გორც მი­თხრეს, 6-7 თვე­ში იქ­ნე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი. ჩვენს ბი­ნა­საც "ყა­ზტრანსგა­ზი" ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ჩვენ­თან ორ-კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც და­დი­ოდ­ნენ შე­მოწ­მე­ბა­ზე, ძვე­ლი მრი­ცხვე­ლიც ახ­ლით შეც­ვა­ლეს. რა მოხ­და, არ ვიცი..." - განაცხადა "360 გრადუსში" ცერ­ცვა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×