რეზონანსი
19.01.2019

 თბილისის მერის ხმაურიან და სკანდალურ კომენტარს "გამოქანებასთან" დაკავშირებთ, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი შემდეგნაირად ხსნის: დედამიწა ნეგატიურ ველშია და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ქალაქის მერის განცხადების მიზეზი. წინ გველოდება მზის და მთვარის დაბნელება და ამ დროს კი ადამიანებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, გონება უბნელდებათ.

"როდესაც გავდივართ მზის და მთვარის დაბნელებების პერიოდს,  ადამიანებს ხშირად უბნელდებათ ტვინი. არა პირდაპირი გაგებით, არამედ ალეგორიული გაგებით. ამიტომ შეცდომები, არასწორი გაგებები და პროვოკაციული მოქმედებები ყველა მხრიდან მატულობს. ეს იმ ადამიანებს უფრო ემართებას, ვინც პოლიტიკაში არიან  ჩართული. სამწუხაროდ,  პოლიტიკოსებს არ სჯერათ ასტროლოგიის და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. შედეგად ანგრევენ ამ ქვეყანას. ამაშია მთელი მათი უბედურება.  მათ რომ ასტროლოგია იცოდნენ, როცა არის დაბნელებების დღეები, არავითარ განცხადებებს არ გააკეთებდნენ და არავითარ პროვოკაციაზე წამოგება არ მოხდებოდა.

ეს პერიოდი კარგია "ნაციონალური მოძრაობისთვის", რადგან ისინი მოდიან პროვოკაციაზე. პროვოკაციისთვის და სხვათა ნერვების მოსაშლელად კარგი პერიოდია, მაგრამ იმისთვის, რომ შენ გაამართლო შენი პოზიცია და პროვოკატორი ადგილზე "მოსვა“, ცუდი პერიოდია. ამიტომ სხვა, დიპლომატიური ფორმა უნდა იპოვო პროვოკატორთან სასაუბროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორი ტალღის აგორების ტენდენცია ყოველთვის მაღალია.

შეიძლება ოპოზიციამაც  გადაამლაშოს თავის პროვოკაციებში და პოზიციამაც. ამიტომ, მე ვურჩევ მათ, 25 იანვრამდე მაინც ორივე მხარემ მაქსიმალურად შეიკავოს თავი ყველა სახის განცხადებებისგან  და მოქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებები ნეგატიურად აისახება ქვეყანაზეც და მათ საქმიანობაზეც“, - აცხადებს "2020news"-თან ცაგარელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×