რეზონანსი
19.01.2019

 თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც პირველი არხი იტყობინება, „რენოს“ მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და მიწისქვეშა გადასასვლელთან მდგარ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს შეეჯახა.

 მძღოლის განცხადებით, მას მარცხენა მხრიდან სხვა მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც შეეცადა, მიმართულება მარჯვნივ აეღო. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე შევარდა და კინაღამ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×