რეზონანსი
19.01.2019

 დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მეხანძრე მაშველი ვასილ გიორგობიანი იხსენებს, რომლის თქმითაც ძალიან მძიმე გამოძახება იყო. ხალხში პანიკა იყო. ზოგს კარი ჩაეკეტა და ბინიდან ვერ გამოდიოდა.

"გამოძახება ნამდვილად მძიმე იყო. შეტყობინება შემოვიდა 9-ის 27 წუთზე. ჩვენი ეკიპაჟები დაახლოებით 6 წუთში იყო ადგილზე. შემთხვევის ადგილზე იყო პანიკა ხალხში. ხალხის ნაწილი თავისით გამოვიდა შენობიდან. თავისით დატოვეს შენობა. ხალხის ნაწილი მოყოლილი იყო. ზოგს კარი ჩაეკეტა. ზოგი შეშინებული იყო. შოკი ჰქონდა მიღებული, რომლებიც ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. წამებში გადავინაწილეთ ფუნქციები. მეხანძრე მაშველებმა დავიწყეთ ხალხის ევაკუაცია. კარგია, რომ აფეთქებას ხანძარი არ მოჰყვა.

აფეთქებისას პირველი და მეექვსე სართული დაინგრა წნევის გამო. პირველ სართულზე დაგვხვდა გვამი, უკვე ვიცოდით რაც ხდებოდა. მეექვსე სართულზე დანგრეული დაგვხვდა, ორი ბინა იყო გაერთიანებული, ისეთი დარტყმა მიიღო ბინამ. ერთ-ერთ ბინაში იყო გარდაცვლილები. 4 წლის ბავშვი პანიკის დროს ზედა სართულზე იყო ასული, რომ საკუთარი თავისთვის ეშველა, ჩამოვიყვანეთ, ბავშვს არაფერი არ სჭირდა, უბრალოდ,  შეშინებული იყო. მოვიძიეთ დედა და მას გადავეცით”, – განაცხადა მეხანძრე-მაშველმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×