რეზონანსი
18.01.2019

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულ დებს, ნათია და ნინო ციცვიძეებს და პატარა ბიჭუნას მთელი საქართველო გლოვობს. მეგობრები მათ განსაკუთრებულად იგონებენ.

"25 წლის იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ლამაზი, ცისფერთვალება გოგონა, რომელიც ულამაზეს მოგონებად დარჩება. მერე სხვა სკოლაში გადავიდა სამუშაოდ, მეც წამოვედი იმ სკოლიდან, მაგრამ ურთიერთობა არასოდეს გაგვიწყვეტია.

ნაკლს ვერ მოუძებნიდი ნათიას, იყო მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილმოსურნე. ღიმილიანი, კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა და სულ სიყვარული იფრქვეოდა მისი თვალებიდან… მერე ოჯახი შექმნა, შვილები ჰყავდა, კარგი მეუღლე და ბედნიერი იყო", - უთხრა "კვირის პალიტრას" დარეჯან კვანჭიანმს, ნათია ციცვიძის კოლეგამ.

მისი ბავშვობის მეგობარი მორის დანდურაშვილი კი გარდაცვლილის ოჯახზე საუბრობს:

"ნათია ჩემი მეგობარი იყო, ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. მამა ადრე გარდაეცვალათ. ძალიან განათლებული ოჯახი აქვთ, ნიჭიერები და წარმატებულები იყვნენ დედმამიშვილები. გოგოებს საოცრად კარგი დედა ჰყავთ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილებისთვის საუკეთესო განათლება მიეცა", - ამბობს მორის დანდურაშვილი.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულებს 19 იანვარს ქაშუთის ტაძარში გადაასვენებენ და იქ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, გამოსვენება კი 20 იანვარს მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×