რეზონანსი
18.01.2019

 დაგვიანებით გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა - უმწეოები ორი კვირაა უკვე საკვების გარეშე არიან დარჩენილები. ახმეტის რაიონში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა არც ის იციან, როდის შეძლებენ სახელმწიფოსგან ელემენტარული დახმარების - უფასო სადილის მიღებას.

ჩაშლილი ტენდერის გამო ადგილობრივი მთავრობა და კომპანიები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ.

სოციალური სახლის ადმინისტრაციაში მომხდარზე პასუხიმგებლობას ტენდერში მონაწილე კომპანიებს აკისრებენ. მათი მტკიცებით, ტენდერის ჩაშლის მიზეზი ხარვეზებით წარდგენილი დოკუმენტაცია გახდა. ერთადერთი კომპანია რომლმაც დოკუმენტები ხარვეზის გარეშე წარადგინა პურის კომპანია აღმოჩნდა. 

"კურიერის" ცნობით, ახმეტის სოციალური სახლი 2005 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირებს. ბიუჯეტიდან 260 ათასი ლარია გამოყოფილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×