რეზონანსი
18.01.2019

დიდ  დიღომში დაღუპული ქალის მოსწავლეს ხილვა ჰქონდა. ნიკოლოზ ჩადუნელი პარიზის ჟან დეკურის სასწავლებლის სტუდენტია, რომელსაც ფრანგულ სკოლაში ნინო ციცვიძე ასწავლიდა გერმანულს. ნიკოლოზს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი, როგორც მან დედას უამბო, იმ დროს, როცა აქ ეს საშინელი აფეთქება მოხდა, პარიზში ფაქტობრივად ხილვა ნახა, რომლის შესახებაც დედას მისწერა:

"ნინოს ძალიან ვუყვარდი და მეუბნებოდა, წარმატებული რომ გახდები, არ დამივიწყოო. ხმა არასოდეს აუწევია. ლექციებს შორის შუალედი იყო, ჩამთვლიმა და დამესიზმრა, რაღაც სახლში ვიყავი, კარი გამოვაღე და აფეთქება მოხდა. წამოვხტი ეგრევე, ჯგუფელებმა მკითხეს, რა მოხდაო, მერე გავიგე, რომ ზუსტად იმ დროს მოხდა იქ აფეთქება და ჩემი საყვარელი მასწავლებელი დაიღუპა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ძალიან მიჭირს", - აღნიშნა ნიკოლოზ ჩადუნელმა.

(კვირის პალიტრა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×