რეზონანსი
18.01.2019

 (რეზონანსი) ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომელიც ჯერ მთელმა საქართველომ სასაცილო ვიდეოთი გაიცნო, შემდეგ კი მისი ავადმყოფობის ამბავმა ყველა ააფორიაქა, ახლა მშობლებთან ერთად ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება. ინფორმაციას "mshoblebi.ge" ავრცელებს.

ნიკოლოზს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა და თირკმელი უნდა გადაუნერგონ. ოპერციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად კი ოჯახს საზოგადოების დახმარება დასჭირდა.

ნიკოლოზის მამის, ზურა ჭიჭიკოშვილის ინფორმაციით, ნიკოლოზს ბელორუსში ახლა გამოკვლვებს უტარებენ.

"მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია როდის გაუკეთდება, ჯერ არ ვიცით. ოპერაციის გაკეთებამდე, აუცილებელია ნიკოლოზმა მკურნალობის კურსი გაიაროს და გამოკვლევები ჩაუტარდეს, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ. ცოტა ხანში დავბრუნდებით საქართველოში და მერე ისევ უნდა ჩამოვიდეთ ბელორუსიაში გამოკვლევების ჩასატარებლად", - ამბობს ნიკოლოზის მამა.

პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი საზოგადოებამ ტაძარში გადაღებული ვიდეოდან გაიცნო, ბავშვმა პუტკუნა ლოყობითა და გასაოცარი მანერებით ადვილად შეაყვარა ყველას თავი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×