(რეზონანსი) დიდ დიღომში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაკავებული თორნიკე ტატიშვილის დამ თეონა ტატიშვილმა განაცხადა, რომ აპარატმა, რომლითაც საცხოვრებელი კორპუსი შემოწმდა გაზის დაგროვება არ აჩვენა.
"ჩემი ძმა ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია აპარატით და ყნოსვითაც. პირველი სართულიდან მეცხრე სართულის ჩათვლით, ფეხით ავიდნენ, რადგან ამბობს, რომ არ მუშაობდა ლიფტი იმ მომენტისთვის, ფეხით ავიდნენ, სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული. არ დაფიქსირდა არც სუნი, არც აპარატმა არ დააფიქსირა გაჟონვა, ამიტომ წავიდნენ სხვა გამოძახებაზე, სადაც ერთ-ერთ გამოძახებაზე ამ აპარატმა დააფიქსირა, რომ იყო გაჟონვა, მოხდა კიდეც რეაგირება.
ამ კონკრეტულ მისამართზე არ ყოფილა არანაირი გაჟონვა. მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. შემოწმების დროს მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იმ მომენტში, როდესაც ისინი მივიდნენ, თვითონაც აღნიშნა მოსახლეობამ (რამდენიმე ბიჭი იყო, როგორც ვიცი), რომ ნამდვილად ახლა აღარ არის სუნიო" - აღნიშნა დაკავებულის დამ.
საცხორეველ კორპუსში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულია "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.