რეზონანსი
18.01.2019

 (რეზონანსი) 4 წლისა და 6 თვის გოგონა, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავდა იაშვილის კლინიკაში მკურნალობას ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს. კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

"გოგონა გონზეა, მისი ცნობიერება უკვე აღდგენილია, დაიწყო საკვების მიღება და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მომდევნო ორი დღის გამავლობაში ბავშვი კვლავ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში დარჩება მედიკოსების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. ორი დღის შემდეგ კი მას უკვე პალატაში გადავიყვანთ"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ "პრაიმ ტაიმთან"

მცირეწლოვან გოგონასთან ერთად აფეთქების დროს ბინაში მისი მშობლები, და-ძმა და დეიდა იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად გოგონას დედა და ძმა- 2.8 წლის ნიკოლოზი და დეიდა გარდაიცვალა. აფეთქებას ემსხვერპლა მეზობელ ბინაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×