რეზონანსი
18.01.2019

 (რეზონანსი) დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, „ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლის, თორნიკე ტატიშვილის ადვოკატი თამარ ჯაფარიძე დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში მივიდა.

როგორც მან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამსახურში დააკავეს და მას ჯერ ჩვენება არ მიუცია.

„ამ წუთას მოვედი და ვერკვევი სიტუაციაში. ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. როგორც ვიცი სამსახურში დააკავეს. ჯერ არ გავსაუბრებივარ, არც ჩვენება მიუცია, უბრალოდ დოკუმენტაციას ამზადებენ. ჯერ არ ვიცით რას ედავებიან", - აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ორი თანამშრომელი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×