რეზონანსი
18.01.2019

 (რეზონანსი) "ავერსის" კლინიკაში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა და ვრცელდებოდა ინფორმაციას, რომ ბავშვის დაღუპვის მიზეზი "ღორის გრიპი" იყო, თუმცა კლინიკაში აღნიშნულ ინფორმაცას არ ადასტურებენ.

როგორც „ავერსის" ემერჯენსის ხელმძღვანელი ხათუნა ებრალიძე ამბობს, ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიული ცნობა მათ არ აქვთ. მისი თქმით, ბავშვი ცერემბლარული დამბლით იყო დაავადებული და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპილეფსიაც ერთვოდა.

„ასეთი პაციენტეპები როგორც წესი, მცირე ბრონხული ან რესპირატორული ინფექციებით იღუპებიან. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს H1N1-ის ვირუსი. თუმცაღა, ამ ბავშვის შემოსვლისთანავე არც გაგვიკეთებია ლაბორატორიული ტესტირება იმიტომ, რომ მაშინვე ჩაერთო გაიდლაინით, პროტოკოლით მოცემულ მკურნალობაში, დაიწყო ანტივირუსული მკურნალობა სხვა დამატებით გამოკვლევებთან ერთად. უკვე, როცა ამ ატივირუსულ პრეპარატს აძლევ შემდეგ ვეღარ ადასტურებ ამ დაავადებას და არც იყო საჭირო", - ამბობს ხათუნა ებრალიძე "რადიო მარნეულთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×