რეზონანსი
18.01.2019

 (რეზონანსი) თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, დიდ დიღომში, ავთანდილის N8-ში მდებარე კორპუსის მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა.

ამის შესახებ ინფორმაცია ლაბორატორიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში, მიმდინარე წლის 16 იანვარს, გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის შესასწავლად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" სპეციალისტების მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი სამუშაოები.

სამუშაოების ჩატარების საფუძველზე მომზადებული იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დასკვნა და რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებშია გადაგზავნილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×