რეზონანსი
18.01.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით მოთავსებული მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს"კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

"ამ დილას გარდაიცვალა შუახნის პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუ რომელი მუნიციპალიტეტიდან არის ვერ დავაკონკრეტებ",- ამბობს კლინიკის სამედიცინო მეჯენერი სულხან ორჟანია "პრაიმტაიმთან"

ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 27 პაციენტია მოთავსებული. ამათგან ხუთი ბავშვია, ერთი კი ორსული ქალი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო პერიოდში სამეგრელოში ე.წ. გრიპის ვირუსით ორი პირი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×