რეზონანსი
18.01.2019

 (რეზონანსი) გერმანიიდან, საქსონიის რეგიონიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა RTL ავრცელებს.

როგორც გერმანული მედია იუწყება, აქედან 26 პირს უარი ეთქვა თავშესაფარზე, საქსონიის რეგიონში, ხოლო დანარჩენები კი თავშესაფარს გერმანიის სხვა რეგიონებში ითხოვდნენ.

გერმანული მედია აღნიშნავს, რომ წინა წლებში საქსონიიდან საქართველოში სამი ჩარტერული რეისი განხორციელდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×