რეზონანსი
18.01.2019

 დიდ დიღომში ენითაუწერელი უბედურება დატრიალდა. დაღუპულია 4 ადამიანი, მათგან 3 – ერთი ოჯახის წევრია. ადგილზე დაიღუპნენ მინდიას მეუღლე ნათია ციცვიძე და ნათიას და ნინო, რომელიც სტუმრად იყო მისული. საავადმყოფოში კი მისი მცირეწლოვანი შვილი.

ნათია ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის პედაგოგი იყო, მომხდარით შოკირებულები არიან მისი მეგობრები. ამბობენ, რომ სიცოცხლით სავსე გოგო იყო და ძალიან ბედნიერი, ახალ სახლში რომ გადავიდა.

"უბედნიერესი იყო ნათია ახალმოსახლეობით, სამ ანგელოზივით შვილს ზრდიდა, მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა და გამორჩეული მეგობარიც იყო… ამასთანავე უყვარდა თავისი საქმე, თავგადაკლული პედაგოგი იყო… როგორ იფიქრებდა, რომ ეს ბინა იმსხვერპლებდა… მიჭირს დაჯერება, რომ ცოცხალი აღარ არის…" - უთხრეს მათ "კვირის პალიტრას".

ნათიას ორი და და ერთი ძმა ჰყავდა. ერთი მათგანი მასთან ერთად გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×