სოსო შენგელია, ადამიანი, რომელმაც საკუთარი სასტუმროს ნომრები უსასყიდლოდ დაუთმო დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. მის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს მერიის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ჯოჯუა ავრცელებს.
თბილისის მერმა კი სასტუმროების მფლობელებს, რომელთაც დაზარალებულ თანამოქალაქეებს დროებითი საცხოვრებელი ნებაყოფლობით დაუთმეს, მადლობა გადაუხადა.
„მინდა, სასტუმროს ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, თანადგომისთვის, რადგან ეს ადამიანები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეიფარეს. სოლიდარობის გრძნობა რომ არსებობს, ეს მნიშვნელოვანია და ასეთი ადამიანები დასაფასებელი არიან. დედაქალაქის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.