რეზონანსი
17.01.2019

 იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ასე პასუხობს იმ რელაობას, რომელშიც თბილისი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად, ბუნებრივი აირი აფეთქდა და 4 ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა. ანა დოლიძისთვის ამ ამბავში, სამწუხაროდ, უჩვეულო არაფერია, რადგან დედაქალაქი ყველა მიმართულებით საფრთხის შემცველი და საშიში გახდა. ყოველდღიურად რაღაც ხდება და როგორც წესი ეს რაღაც ფატალური შედეგით სრულდება:

„ძალიან მარტივია იმის ახსნა, რატომ არის თბილისი საშიში ქალაქი: შეიძლება ერთ, ძალიან ჩვეულებრივ დღეს გარეთ გახვიდე და მანქანა დაგეჯახოს; ან ვიღაცის დაუდევრობის გამო შენივე ავტომობილით მოხვდე ავარიაში და სიცოცხლე შეგიწყდეს. სხვა ვარიანტიც არის — თუ ავარია არა, შესაძლოა მშენებარე კორუსიდან გადმოვარდე და ორ წუთში დაასრულო ცხოვრება. მესამე ვარიანტი  — შეიძლება შემთხვევით იმ ქუჩაზე გაიარო, ან იმ კაფეში მოხვდე, სადაც მძიმე გარჩევა მიდის და უეცრად ჩაგრცხილონ. გახდე მსხვეპლი და მერე ოჯახმა სამართალი დიდი ხანი ვერ იპოვოს. 

ამ სამივე ვარიანტს თუ გადაურჩი, მაშინ ეკოლოგიურად უმძიმესი შენი ქალაქი აუცილებლად გაგიჩენს სიმსივნეს და ასე ნელ-ნელა ბოლოს მაინც აუცილებლად მოკვდები. მოკლედ, ყველა შემთხვევაში მსხვერპლი ხარ და განწირული. ჰოდა, ამ ქალაქში ცხოვრება საშიშია. ძალიან საშიში“, - წერს ანა დოლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×