რეზონანსი
17.01.2019

 ავტობანზე სხვადასხვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კასპის საავადმყოფოში 6 პაციენტია შეყვანილი. მათგან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსების განცხადებით, 5 პაციენტი დარჩება სტაციონარში დარჩება, ერთს კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაწერენ.

დაშავებულებს დაზიანებები ძირითად კიდურების არეში აქვთ მიღებული. ორს ტვინის მსუბუქი შერყევა უფიქსირდება.

შემთხვევის შედეგად დაზიანდა საპატრულო სამსახურის ავტომობილიც.

დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×