რეზონანსი
17.01.2019

 ცენტრალური ავტომაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. 

უამინდობის გამო, ავტომაგისტრალზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევები სამ სხვადასხვა წერტილში მოხდა. სულ დაზიანებულია 20-ზე მეტი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ერთ შემთხვევაში ავტომობილი ბეტონის ფილას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ისინი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×