რეზონანსი
17.01.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც გზაზე დაყრილი მარილის შეწოვა ვერ მოესწრო და მანქანები მოცურდა. მათივე თქმით, მოძრაობა ნელი სვლით მიმდინარეობს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

"ავარია ფიქსირდება სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, საბოლო ჯამში ოცზე მეტი ავტომობილია შეჯახებული. მარილი დაყრილია გზაზე, თუმცა ამინდი მკვეთრად გაუარესდა და მარილის შეწოვა ვერ მოესწრო, რის გამოც მოცურდა მანქანები. ამ ეტაპზე დაშავებულები არ არიან", - უთხრეს „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში.

სოფელ რენესთან სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×