რეზონანსი
17.01.2019

 (რეზონანსი) ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ სამამულო ომის ვეტერანი, სერგო მირზოიანი დააყაჩაღეს. წაიღეს პენსია, საოჯახო ნივთები და ასევე გაკოჭილი უმოწყალოდ სცემეს.

"წაიღეს პენსია, დანაზოგი 900 ლარი და საოჯახო ნივთები, გაკოჭეს, უმოწყალოდ სცემეს მწოლიარე მოხუცი", - წერს ფეისბუქზე ლილე ლიპარტელიანი.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

უწყებაში ადასტურებენ, რომ მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×