(რეზონანსი) ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა, რომელიც ავთანდილის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დროს დაიღუპა, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის მასწავლებელი იყო.
36 წლის ნათია ციცვიძე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ სკოლაში. მისი კოლეგები ციცვიძეს წარმატებულ პედაგოგად ახასიათებენ.
სკოლის ადმინისტრაციამ გასულ წელს მას წარმატებული მუშაობისთვის სიგელიც გადასცა.
„ერთ-ერთი სამაგალითო პედაგოგი იყო და ასევე, ბავშვებიც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და უყვარდათ მისი გაკვეთილები. რადგან სკოლას 5 წელი შეუსრულდა 2018 წლის ბოლოს, ნათია ამ სკოლის დაარსებიდან აქ არის და მას ერთგულებისთვის და თავისი მოღვაწეობისთვის გადაეცა ეს სიგელი," - განაცხადა ნათია ციცვიძის კოლეგამ.
გუშინ დატრიალებული ტრაგედიის დროს 36 წლის ნათია ციცვიძესთან ერთად გარდაიცვალა მისი მცირეწლოვანი შვილი და ასევე, მისი და.