რეზონანსი
17.01.2019

 (რეზონანსი) დიდ დიღომში მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია.

დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება გარდაცვლილებს, აფეთქებამ დედა და მისი 4 წლის შვილი იმსხვერპლა.

ფაქტზე სოციალურ ქსელში "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი, ელისო კილაძე წერს:

"მრავალშვილიანი ოჯახი, ახალი სახლი,ცხრის ნახევარი ის დროა ყველა სახლშია.

სიცოცხლე უხარიათ და უცებ...

თვალებიდან არ ამომდის პატარა ფეხუკები,გაწეწილი ქერა თმები...

ამ დროს ფიქრობ, რა ბედნიერია დედა შვილებზე ადრე რომ დაიღუპა და ამ სიმწარეს არ მოესწრო.

როგორ გაგვიშინაურდა სიკვდილი..."- წერს კილაძე.

 

ფოტო: ipn

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×