რეზონანსი
17.01.2019

 (რეზონანსი) დიდ დიღომში, ავთანდილის #8-ში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი ქალი ნინო ციცვაძეა, ის დაოჯახებულია და ოჯახთან ერთად ლოტკინზე ცხოვრობს, თუმცა დიღომში, დასთან სტუმრად იმყოფებოდა.

ნინო ციცვაძის და ნათია ციცვაძეა, რომელიც ასევე ემსხვერპლა აფეთქებას, 4 წლის ვაჟთან ერთად. დები წარმოშობით სურამიდან არიან.

სახლში აფეთქებისას ნინო ციცვაძე, მისი და 3 დისშვილი და სიძე იმყოფებოდნენ. სამი ბავშვიდან ერთი - 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. სიძე - ფრიდონ ფირალიშვილი მსუბუქი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული და დღეს დილას გაწერეს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. აფეთების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრუწლოვანი და 8 ადამიანი დაშავდა.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×