რეზონანსი
17.01.2019

 (რეზონანსი) შპს „სისხლის ბანკი" მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

კლინიკის მენეჯერი, ეკა გუგეშაშვილი ამბობს, რომ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასევე "იმედის"კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომლის გადარჩენა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ამის გათვალისწინებით "სისხლის ბანკში" აცხადებენ, რომ ამ დროსითვის სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.

"მოვუწოდებთ მოსახლეობას - სისხლის გაღებისკენ, რომ მარაგი ცოტა გავზარდოთ, არ ვიცით რაში დაგვჭირდება. დღეისათვის მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა", - აცხადებენ შპს „სისხლის ბანკში".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×