რეზონანსი
17.01.2019

 (რეზონანსი) როგორც ირკვევა, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მეოთხე ადამიანი ლევანი დავლაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაიწერა.

"ჩემო ლამაზო ძამიკო, როგორ გაგვამწარე, როგორ დაგვეცა მეხი. საშინელებათა სიზმარში მგონია თავი... მთელი საქართველო გლოვობს. ილო ვერ მოგვინელებია და ახლა შეენ..." - წერს ნატო არევაძე.

გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია. ასევე დაღუპულები არიან ბავშვის დედა და დეიდა. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან ორი გარდაცვლილი ბავშვის მამა და და არიან. ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკაში მხოლოდ ერთი მოზარდი რჩება, რომელსაც თავის ოპერაცია ჩაუტარდა და ბევრი სისხლი დაკარგა, თუმცა როგორც ექიმი აცხადებს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×