რეზონანსი
17.01.2019

 „დაზიანებულია პირველიდან მეექვსე სართულამდე მთლიანი კორპუსი“, - ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრე ქუჯაიძემ გააკეთა.

მისი თქმით, დიდ დიღომში აფეთქება 8-სართულიან კორპუსში მოხდა. შემთხვევის შემდეგ სამაშველო ბრიგადებმა 45 ოჯახამდე ევაკუაცია განახორციელეს.

„ამ დროისთვის კიდევ მიმდინარეობს შენობის დათვალიერება და იმ საფრთხეების მოხსნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების დაშავება. ამ დროისთვის ისეთი დიდი არ არის საფრთხე, პატარ-პატარა ნანგრევები და ნამსხვრევებია და მაგის დამუშავება მიმდინარეობს,“ - განაცხადა ქუჯაიძემ.

მისი თქმით, შესაბამისი დასკვნის შემდეგ მოქალაქეები შეძლებენ საცხოვრებელ ბინებში დაბრუნებას. ქუჯაიძე ამბობს, რომ გვერდით მდებარე კორპუსიც დაზიანებულია.

ქუჯაიძე განმარტავს, რომ დღესვე შესაძლებელი იქნება დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლების ბინებში შეშვება.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე 20:30 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×